1 item
გაფართოება Forum.ge-ს მომხმარებლებისთვის ამ გაფართოების დაყენების შემდეგ Forum.ge-ს საწერი ველის ზემოთ გაჩნდება ღილაკები რომლებიც გაგიმარტივებენ პოსტების წერას. 🎨 გასუფთავდა და გაუმჯობესდა ხელსაწყოების ზოლი 😊 სმაილები გადავიდა ცალკე მენიუში, საიდანაც შესაძლებელია მათი მიმაგრება 🖼️ ახლა შეგიძლიათ სურათების გადმოთრევა და ჩაგედება, ლინკის ჩასმა, სურათის "ჩაფეისთება" ⌨️ მოიხსნა 30 ჩარის შეზღუდვა 🌙 ჩაბნელების რეჟიმი 🔍 ბმულების ავტომატური ჩასმა მედია საიტებიდან, როგორიცაა YouTube, Vimeo, TikTok... საკმარისია მხოლოდ ბმულის ჩასმა 📒 თემების დამალვა (დამალვის მოხსნა პარამეტრების გვერდიდან) 🧑🤝🧑 მომხმარებლების დაბლოკვა და მათი პოსტების დამალვა 📒მომხმარებლებთან დაკავშირებით ჩანაწერების გაკეთება 👨🏻💻საკუთარი პოსტების და მოხსენიებების გაფერადება 🖼️ დიდი სურათების ზომის შემცირება, სურათები გაიხსენება ლამაზი ფონით და ჩაიტვირთება ნელა გვერდების ასაჩქარებლად 💬 ვინმეს პოსტიდან ტექსტის მონიშვნისას გამოჩნდება "ციტირების" ღილაკი ცვლილებები: 4.1: გალამაზდა პარამეტრების გვერდი დაემატა მომხმარებლის დაბლოკვის ფუნქციის გამორთვა 4.0: უზარმაზარი განახლება 3.1.0: გასწორდა ფორუმის https-ზე გადასვლით გამოწვეული პრობლემა 3.0.1: 1) დაემატა coub ტეგი. 3.0.0: 1) გასწორდა ოპერას ძრავის შეცვლით გამოწვეული პრობლემა. 2) მოგვარდა ავტომატურად დაპოსტვის პრობლემა. 2.7.0: 1) დაემატა კლავიატურის შორთქათები 2) დაემატა მაივიდეოს და ვიმეოს ტეგები 3) დაემატა ახალი სმაილები 2.6.0: 1) დაემატა SoundCloud-ის ტეგის მხარდაჭერა 2) სურათის ღილაკი იყენებს ბმულის ჩასასმელ ფანჯარას 2.5.5: სმაილების ზომა გაიზარდა რის გამოც უფრო გაადვილდა მათზე დაჭერა. 2.5.0: გაფართოება სურათებისთვის იყენებს base64-ს. 2.0.0: გაფართოება სმაილების საჩვენებლად წარწერების ნაცვლად იყენებს სურათებს.
rating_count is the Chrome Web Store ratings count, not a written-review count.